მერაბ დვალიშვილი UFC-ში საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს

დღესვე წარმატებულად იასპარეზა მერაბ დვალიშვილმა. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მექსიკელი ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა. UFC-ის პრეზიდენტის განცხადებით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში საჩემპიონო ქამრისთვის იქნება. ქართველ მებრძოლს გამარჯვება „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა მიულოცა, რომელიც მერაბ დვალიშვილის ერთ-ერთი გულშემატკივარია და ამას ღიად აფიქსირებს. ბრძოლის დასრულების შემდეგ, დვალიშვილმა შემდეგი მეტოქე გამოიწვია და თქვა, რომ ერთადერთი მიზანი აქვს – გახდეს UFC-ის მომავალი ქართველი ჩემპიონი.