მერაბ დვალიშვილი თბილისში

მერაბ დვალიშვილი საქართველოშია და გულშემატკივრებს ხვდება.

დვალიშვილი საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება, რის შემდეგაც ბაქოში გაემგზავრება და UFC-ის საბრძოლო ღამეს დაესწრება. ქართველი მებრძოლი სამშობლოში მწვრთნელთან ჯონ ვუდთან, MMA-ს ცნობილ ბლოგერ და ინფლუენსერ ნინა დრამასთან და საკუთარ გუნდთან ერთად ჩამოვიდა. ქართველმა მებრძოლმა, აეროპორტიდან გულშემატკივრებთან შესახვედრად რიყეზე გადაინაცვლა, შემდეგ კი მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. შეგახსენებთ, რომ მერაბმა 8 ივნისს ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებაზე, შონ ო’მალისთან  დაიცვა. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ, 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.