მერაბ დვალიშვილი კვლავ UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია. კალიფორნიაში გამართულ ორთაბრძოლაში ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი კარიერაში პირველად დაიცვა. მერაბი ამ ბრძოლაში ფავორიტად არ ითვლებოდა და წარმატებას დაუმარცხებლად წოდებულ რუს მებრძოლს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა დვალიშვილმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. კალიფორნიაში გამართულ ორთაბრძოლაში მერაბი მესამე რაუნდიდან გააქტიურდა და საბოლოოდ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოცხადდა. ეს გამარჯვება მისთვის ზედიზედ მე-12 იყო. აღსანიშნავია, რომ მან დღევანდელ ბრძოლაში UFC-ის რეკორდიც დაამყარა – მას ლიგის ისტორიაში უკვე ყველაზე მეტი, ჯამში 91 გდება აქვს შესრულებული. მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრის შემდეგ, ქართველ ჩემპიონს 19 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. დვალიშვილს გამარჯვება პრეზიდენტმა, მთავრობის მეთაურმა და თბილისის მერმა მიულოცეს.