მერაბ ბერძენიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილე აღინიშნა

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქართველი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მხატვართა შემოქმედებითი კავშირისა და კულტურის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.

იუბილეს მოქანდაკის კოლეგები და მეგობრები დაესწრნენ.

შეგახსენებთ, მერაბ ბერძენიშვილს მინიჭებული აქვს სამი უმაღლესი სახელმწიფო პრემია, ნობელის პრემიის ლაურეატის ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი და არა ერთი საერთაშორისო თუ ეროვნული ჯილდო.