მერაბ აბრამიშვილის გამოფენა ეროვნულ გალერეაში

წელს ცნობილ ქართველ ხელოვანსა და მხატვარს – მერაბ აბრამიშვილს, 65 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ხელოვანის გამოფენა გაიხსნა, სადაც დამთვალიერებლისთვის წარმოდგენილია ექსპონატები მხატვრის ოჯახისა და კერძო კოლექციებიდან. ასევე, გამოფენასთან დაკავშირებით, მომზადდა მხატვრის ნამუშევრების კატალოგი და ღია ბარათები.

ექსპოზიცია 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.