მექსიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს პასუხობს

მექსიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის წინადადების საპასუხოდ, ტრამპს აშშ-თვის სახელის გადარქმევა და „მექსიკური ამერიკის“ დარქმევა შესთავაზა. კლაუდია შეინბაუმმა ბრიფინგზე 1 607 წლის მსოფლიო რუკა აჩვენა და აღნიშნა, რომ სახელი „მექსიკის ყურე“ ისტორიულია და ამ სახელს შეერთებული შტატების დაარსებამდე გამოიყენებდნენ. „რატომ არ ვეძახით მექსიკურ ამერიკას? ლამაზად ჟღერს, არა? “- განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა. ამასთან, შეინბაუმმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ტრამპთან „კარგი ურთიერთობის“ იმედი აქვს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, მექსიკის ყურეს სახელი გადაერქვას და მას „ამერიკის ყურე“ ეწოდოს.