„მეოთხე ბრაიტონის“ გადაღებები დასრულდა

მამა-შვილის რთული და სენტიმენტალური ურთიერთობა ემიგრაციის ფონზე და ოკეანის გაღმა მდებარე ოცნების ქვეყანა, სადაც ოცნებები ყოველთავის არ ხდება.

ლევან კოღუაშვილმა ფილმ “მეოთხე ბრაიტონის” გადაღებები დაასრულა. რეჟისორის ფოკუსში ტრადიციულად ადამიანები და მათი ურთიერთობებია. საკვანძო ეპიზოდები, ანუ ამერიკული ცხოვრების ინტერიერის სცენები შემოქმედებითმა ჯგუფმა პირველი არხის პავილიონში გადაიღო.

თათია კუჭუხიძემ გაარკვია, როდის გამოჩნდება ეკრანებზე 5 ქვეყნის კოპროდუქცია და ოსკარის ნომინანტი კინოოპერატორის, ფიოდორ პაპამაიკლის ნამუშევარი.