„მეოთხე ბრაიტონი“

2018 წლის მაისში ქართული საზოგადოება ლევან კოღუაშვილის ახალ ფილმს იხილავს. რეჟისორის ფოკუსში, ტრადიციულად, ადამიანები და მათ შორის არსებული ურთიერთობებია. მამის თავგანწირვა შვილისთვის, რაც ქართული კინოს ერთ-ერთი აღიარებული შედევრის – ჯარისკაცის მამის მთავარი თემაა, ამჯერად ლევან კოღუაშვილის მეოთხე ბრაიტონის საფუძველი ხდება. ფილმი, რომელიც მამა-შვილის რთულ და სენტიმენტალურ ურთიერთობას ასახავს, ოთხი ქვეყნის ერთობლივი ნამუშევარია. პროექტში აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივი მაუწყებელიც.