„მეოთხე ბრაიტონი“ - სატელევიზიო პრემიერა საქართველოს პირველ არხზე

„აქტუალური შაბათის“ დასრულებისთანავე, ლევან კოღუაშვილის ფილმის – „მეოთხე ბრაიტონის“ ნახვის საშუალება გაქვთ საქართველოს პირველ არხზე, რომლის ერთ-ერთი თანაპროდიუსერიც საზოგადოებრივი მაუწყებელია, თანადამფინანსებელი კი საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. ფილმი გადაღებულია მამა-შვილის რთულ და სენტიმენტალურ ურთიერთობაზე ემიგრაციაში. ოკეანის გაღმა მდებარე ოცნების ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის ვერ გიხდენს ოცნებებს.

ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი ნიუ იორკშია გადაღებული, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კოპროდუქციას წარმოადგენს.

„მეოთხე ბრაიტონის“ სატელევიზიო პრემიერა, დღეს საქართველოს პირველ არხზე, 22:00 საათზე გაიმართება „აქტუალური შაბათის“ დასრულებისთანავე.

აქტუალური შაბათი