მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თელავში

12:11, 09.05.2025

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თელავში. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ზუზუმბოზე არსებულ, მეორე მსოფლიო ომის გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, კახეთში მხოლოდ სამი ვეტერანი შეხვდა. მათ მთავრობის 2000-ლარიან დახმარებასთან ერთად, მუნიციპალიტეტების მერებმა დამატებით 500 ლარი გადასცეს.

მსგავსი