მეორადი ჩარიცხვების ვადა დღეს იწურება
მეორადი ჩარიცხვებისთვის განკუთვნილი დრო დღეს იწურება. აბიტურიენტებს საღამოს, 18:00 საათამდე შეუძლიათ შეარჩიონ პროგრამები და უნივერსიტეტები. ამისთვის საჭიროა (www.online.naec.ge) სპეციალური განაცხადის შევსება. ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.