მეორადი ჩარიცხვები დაიწყო

21:51, 14.09.2026

სტუდენტის სტატუსის მოპოვების შანსი დამატებით 1800-ე აბიტურიენტს ეძლევა.

უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვები დაიწყო. ახალგაზრდებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახეს, თუმცა მიღებული ქულები სასურველ სასწავლებელში ჩასარიცხად არ ეყოთ, დღეიდან პროგრამებისა და უნივერსიტეტების არჩევა შეუძლიათ. პორტალი გახსნილია, პროცესი 18 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს გაითვალისწინონ სასწავლებლის მიერ თითოეული საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ადგილების რაოდენობა სწავლის საფასური და ქალაქი, სადაც საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. ერთჯერადად,   გამონაკლისის სახით მეორადი ჩარიცხვების დაშვების ინიციატივა პრემიერს ეკუთვნის.

მსგავსი