მეორადი ჩარიცხვები აბიტურიენტებისთვის

21:05, 31.08.2026

1 800-მდე აბიტურიენტს უმაღლესი განათლების მიღების შანსი ეძლევათ. საუბარია იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, თუმცა მათ მიერ მიღებული შედეგები სასურველ სასწავლო პროგრამებზე მოხვედრისთვის საკმარისი არ არის. მიღებულია ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელიც აბიტურიენტებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი არჩევანი იმ პროგრამებზე გააკეთონ, სადაც თავისუფალი ადგილები ჯერ ისევ არის. გამონაკლისს, რომელიც მთავრობამ მხოლოდ წელს მიიღო, უმაღლესი განათლების რეფორმით ხსნიან.

წელს პირველად უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა კვოტები და სასწავლო პროგრამები ახლებურად გადანაწილდა, ცალკეულ უნივერსიტეტებს კი გარკვეულ პროგრამებზე სტუდენტების მიღების უფლება საერთოდ ჩამოერთვათ. საგამოცდო შედეგების გამოცხადებისთანავე სწორედ მეორადი ჩარიცხვების დაშვება იყო ზღვარგადალახული აბიტურიენტებისა და მათი მშობლების მთავარი მოთხოვნა. პროგრამები, სადაც უნივერსიტეტებს ასეულობით თავისუფალი ადგილი აქვთ დარჩენილი, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

მარიამ აფციაური არკვევდა, რა პროცედურების გავლაა საჭირო მეორადი ჩარიცხვებისთვის და რატომ აღმოჩნდა თითქმის 2 000 აბიტურიენტი უმაღლესი სასწავლებლების მიღმა – მით უმეტეს მაშინ, როცა გამოცდებზე გასვლამდე არჩევანის გაკეთების დროს სასურველი სასწავლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

მსგავსი