მენტალური ჯანმრთელობის კლინიკა თბილისში 

21:50, 19.02.2026

მენტალური პრობლემების სამკურნალო დაწესებულებების სიმცირე და პაციენტებისთვის საჭირო ადგილების მუდმივი დეფიციტი – ბოლო წლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე საპასუხოდ ჯანდაცვის სექტორი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

უახლოეს მომავალში, თბილისში ახალი სამედიცინო დაწესებულება, „მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“ ამოქმედდება. შენობის შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე  პერსონალის შერჩევა-გადამზადება მიმდინარეობს. აქცენტი ექთნების კვალიფიკაციაზე კეთდება, რადგან მათ მუშაობა განსაკუთებით რთული დიაგნოზის მქონე პაციენტებთან მოუწევთ.

რამდენად სერიოზულად დგას ქვეყანაში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და რა სახის სერვისებს შესთავაზებს ახალი კლინიკა პაციენტებს – თეონა მაჭარაშვილი გიამბობთ.

მსგავსი