მენტალური ჯანმრთელობის კლინიკა გაიხსნა
მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა.
დაწესებულება პაციენტების მიღებასა და მკურნალობასთან ერთად შეითავსებს საგანმანათლებლო ფუნქციასაც. კლინიკა სხვადასხვა პროფილის 100-ზე მეტ სპეციალისტს აერთიანებს. მიზანია პაციენტზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კომპლექსური მომსახურების მიწოდება.
მსურველების მიღება მომდევნო ორი თვის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება. თავდაპირველად მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების გაწევას შეძლებს კლინიკა.