მენტალური ჯანმრთელობის კლინიკა გაიხსნა

21:48, 30.03.2026

საქართველოს ჯანდაცვის ისტორიაში პირველად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის კომპლექსური კლინიკა გაიხსნა.

სამედიცინო დაწესებულება მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. პირველ ეტაპზე კლინიკა პაციენტებს მხოლოდ ამბულატორიულ სერვისებს შესთავაზებს, უახლოეს თვეებში კი სტაციონარის გახსნა იგეგმება. ვაშლიჯვარში მდებარე საუნივერსიტეტო კლინიკა 100-ზე მეტ პაციენტზეა გათვლილი. მკურნალობის პროცესში ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან ერთად სხვა პროფილის ექიმებიც იქნებიან ჩართულები. გადამზადებული არიან ექთნებიც.

მსგავსი