მენტალური ჯანმრთელობის ახალი კლინიკა თბილისში

21:47, 13.10.2025

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს მომავალი წლიდან მიიღებს. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულება აღჭურვის ეტაპზეა. ეს იქნება ინფრასტრუქტურისა და სამკურნალო მეთოდების მხრივ ყველაზე თანამედროვე და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი საავადმყოფო, რომელიც პაციენტს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას შესთავაზებს. საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილი კლინიკა ვაშლიჯვარში მდებარეობს. გეგმაა, რომ ბენეფიციარებს კომპლექსურად უმკურნალონ და კლინიკიდან გაწერის შემდეგაც მასზე მონიტორინგი გააგრძელონ. მენტალური პრობლემების მქონე პაციენტებს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სახელმწიფო და ათეულობით კერძო კლინიკა ემსახურება.

მსგავსი