მენჯი – დიდი წარსულის მქონე მივიწყებული კურორტი
ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცივის ხეობაში მდებარეობს, უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლებითაა ცნობილი. წარსულში ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამაჯანსაღებელ ცენტრს წარმოადგენდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან კურორტის ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად განადგურდა. ყოფილი სანატორიუმის შენობები ახლა ამორტიზებული და მიტოვებულია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსი და მიმდებარე ტერიტორია სარეაბილიტაციო პირობით აუქციონზე რამდენჯერმე გაიტანა, ელექტრონული ვაჭრობა ვერ შედგა და კურორტის აღდგენა ამ დრომდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
ანა ნოდიასა და ლაშა მამულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები