უნდა შედიოდეს თუ არა იმუნიზაციის პროგრამაში მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია? – საკითხზე დისკუსიის გააქტიურება დიდ ბრიტანეთში ინფექციის აფეთქებამ გამოიწვია. მენინგიტის საშიში ფორმის ათეულობით შემთხვევა ახალგაზრდებში გამოვლინდა. ორი მათგანი კი ლეტალური შედეგით დასრულდა. მომხდარმა კითხვები გააჩინა საქართველოშიც, საზოგადოების ნაწილი ინტერესდება, არის თუ არა ქვეყანაში მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი და როგორ ხდება დაავადების მართვა. სპეციალისტების ინფორმაციით, განგაშის საფუძველი არ არსებობს, რადგან ბრიტანეთისგან განსხვავებით, საქართველოში ინფექცია ძალიან იშვიათია და ვაქცინაცია გეგმური აცრების ჩამონათვალში სწორედ ამ მიზეზით არ შედის. როგორ მედიკოსები აცხადებენ, დროული გამოვლენის შემთხვევაში, ინფექციის მკურნალობა გამოჯანმრთელებით სრულდება.
გვანცა ცისკაძის რეპორტაჟი #მოამბე