მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები
მთის სეზონთან დაკავშირებით, აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაციითა და დიაგნოსტიკური კვლევებით სარგებლობს. სამედიცინო ბრიგადაში ჩართულნი არიან ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი და ოფთალმოლოგი.
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს გადაეცემათ მედიკამენტების პაკეტი. სერვისი მაღალმთიანი აჭარის 7 მთასა და მაღალმთიანი სოფლის 11 ამბულატორიაშია ხელმისაწვდომი.