მემორიალის შემკობა

თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის 15 ივლისს, სამხედრო გადატრიალების მცდელობისას დაღუპული ადამიანების ხსოვნის დღეს აღნიშნავს.

თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები და 2016 წლის მოვლენების დროს გარდაცვლილი თურქი სპეცრაზმელის ოჯახის წევრები, თბილისში პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თურქეთის ელჩის განცხადებით, ქართველმა ხალხმა 1989 წლის 9 აპრილს, ხოლო თურქეთის მოსახლეობამ 2016 წლის 15 ივლისს, თავისუფლებისთვის თავი გასწირეს, გაიღეს მსხვერპლი და მათი ბრძოლა შეუფასებელია.