მემორიალი ზუგდიდში

ზუგდიდში, „სკეიტ-პარკში“ აგვისტოს ომის გმირების მემორიალი გაიხსნა.

გმირების ხსოვნას პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სერგო გოროზიას დედა მიიჩნევს, რომ „სკეიტ-პარკში“ დადგმული მემორიალი მებრძოლების პატივისცემის ნაცვლად, მათი შეურაცხყოფაა. გოროზიასთვის კატეგორიულად მიუღებელია ბეტონის ქანდაკება და მემორიალის დეტალები.