მემორანდუმის გაფორმება

15:31, 07.02.2020

ბათუმის საზღვაო აკადემიასა და დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ცნობილ სანაოსნო სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, საზღვაო სასწავლებლები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და იმუშავებენ ერთობლივ პროექტებზე, ასევე განხორციელდება გაცვლითი პროგრამები. სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის დაწყებაზე საქართველოს განათლების მინისტრი და კოლეჯის ხელმძღვანელობა 2020 წლის იანვარში ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმზე შეთანხმდნენ.

მსგავსი