მემორანდუმის გაფორმება

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მსხვილ ევროპულ სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას იწყებს.

ფონდი უკვე გახდა ევროსაიენსის წევრი, რაც განათლების სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შესაბამის მემორანდუმს ხელი 5 სექტემბერს სტრასბურგში მოეწერა. ამის შესახებ დღეს მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, სიახლეები ახალგაზრდა მეცნიერებს დაფინანსების მოპოვებაში და კვლევების განხორციელებაში დაეხმარება. ამასთან, ფონდს რეკომენდაციებს ევროპული სამეცნიერო ფონდი გაუწევს.