მემორანდუმის გაფორმება

პირველი და ერთადერთი მუზეუმი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს პატრონაჟს, თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმი იქნება. შესაბამისი მემურანდუმი დღეს ხელოვნების სასახლეში გაფორმდა. სალომე ზურაბიშვილმა და მუზეუმის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ დღეს დოკუმენტს საზეიმოდ მოაწერეს ხელი.