მემორანდუმის გაფორმება

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში დაცულ, მართლმადიდებლურ საეკლესიო საგანძურზე ერთობლივ ზრუნვას ითვალისწინებს.

მემორანდუმი, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ამ მიზნით საპატრიარქოს, სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებსა და ფონდებში დაცული ქრისტიანული (მართლმადიდებლური) საეკლესიო საგანძურის აღრიცხვა-აღწერას და მონაცემთა ბაზის მომზადებას მოახდენს.

აღნიშნულ ბაზაზე წვდომა ორივე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს ექნება. თანამშრომლობის ფარგლებში ეტაპობრივად მოხდება მოსახლეობის ინფორმირება და მუზეუმში დაცული ქრისტიანული (მართლმადიდებლური) საეკლესიო საგანძურის შესახებ მასალის სპეციალურად შექმნილ ინტერნეტგვერდზე განთავსება.