მემორანდუმის გაფორმება

შშმ პირთა და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება.

ინიციატივა ფონდ „ღია საზოგადიება-საქართველოსა“ და „ადვოკატთა ასოციაციას“ ეკუთვნის. მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად ადვოკატთა ასოციაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 იურისტს შეარჩევს, რომლებიც იურიდიულ დახმარებას გაუწევენ შშმ პირებსა და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებსაც.

1 ივლისს უკვე ცხელი ხაზი ამოქმედდება, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

დატოვე კომენტარი