მემორანდუმის გაფორმება  

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თეატრალურ საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც თეატრის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ერთობლივად განისაზღვრება განსახორციელებელი რეფორმის ძირითადი პრინციპები,  მომზადდება კულტურის კოდექსის პროექტში შესატანი საკითხები. მემორანდუმს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ, გიორგი გეგეჭკორმა მოაწერეს ხელი.