მემორანდუმი საქართველოსა და აშშ-ს შორის

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერა ონლაინრეჟიმში გაიმართა. მემორანდუმის თანახმად, საქართველო შეუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეთვორქ“ რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, ასევე მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მინისტრის განმარტებით, ინიციატივა შეეხება ქვეყნებში 5G ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებას იმ კომპანიებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყანაში შემოვა.