მემორანდუმი სამთო კურორტების განვითარებისთვის
საქართველო ზამთრის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადება.
აქტიური სეზონის დაწყებამდე, მთის ტრასების სააგენტომ ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტი რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. ფრანგული „გრან მაფისი“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, ქართულ მხარეს უსაფრთხოების სტანდარტების, საოპერაციო მართვისა და სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გამოცდილებას გაუზიარებს. ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნება. ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს სამთო კურორტებზე განახლებული ინფრასტრუქტურა და არაერთი სიახლე დახვდებათ.