თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქართული კინოს განვითარების ცენტრსა და პირველ არხს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქართული კინოს განვითარების ცენტრსა და პირველ არხს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, სადიპლომო ნამუშევრების მომზადება პირველი არხის ბაზაზე შეეძლებათ.

მაუწყებელი ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებასთან ერთად, დებიუტანტ რეჟისორებს ინტელექტუალური რესურსითაც დაეხმარება. პირობების მიხედვით, ფილმებს სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია შეარჩევს.

პირველი არხის მთავარი პირობა, დებიუტანტ რეჟისორებთან მუშაობაა, რომელთაც მანამდე სრულმეტრაჟიანი ან მოკლემეტრაჟიანი ფილმი არ გადაუღიათ.

გამორჩეულ ნამუშევრებს მაყურებელი პირველი არხის ეთერში იხილავს.