მემორანდუმი ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის

15:45, 09.03.2018

ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალებით შექმნიან სამუშაო ჯგუფს, რომელიც მხარეთა დამატებითი შეთანხმების შესაბამისად იმუშავებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებულ საკითხებს. მეცნიერები პროექტში ძირითათად ტექნიკური მიმართულებებით ჩაერთვებიან. ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელმა, აკადემიის წევრებს პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.

მსგავსი