„მემარცხენე ალიანსის“ პრესკონფერენცია

15:24, 18.01.2026

პოლიტიკურმა გაერთიანება „მემარცხენე ალიანსმა“ ბრიფინგი გამართა. გაერთიანების წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში მოქმედი ზოგიერთი უცხო ქვეყნის ელჩი ვენის კონვენციას არღვევს და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ერევა. მათ მაგალითად გერმანიის ელჩი მოიყვანეს, რომლის ქმედებებიც, მათივე შეფასებით, რადიკალური და დანაშაულებრივია. პარტიამ ასევე დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ელჩების საქმიანობაზე მკაცრ კონტროლს, საელჩოებში უცხოელ თანამშრომელთა რაოდენობრივ შეზღუდვასა და კონვენციის დამრღვევი დიპლომატების მიმართ სანქციებსა და გაძევების მექანიზმს ითვალისწინებს.

მსგავსი