„მემარცხენე ალიანსი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოსაღებად, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას შეეხება. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარტიაში ამ მიზნის მისაღწევად პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ. მათი შეფასებით, ევროკავშირი საქართველოს პირად პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს, რაც მათთვის მიუღებელია. „მემარცხენე ალიანსში“ აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოთხოვნა „ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის“ კანონების გაუქმებაზე უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.