„მემარცხენე ალიანსის“ განცხადება
საქართველოს ხელისუფლებამ გასხვისებულ-გაყიდული ელექტროსადგურების უკან გამოსყიდვის პროცესი უნდა დაიწყოს – ამის.შესახებ „მემარცხენე ალიანსში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამით შემოსავალი არა სხვა ქვეყნის, არამედ საქართველოს ბიუჯეტში შევა და კიდევ უფრო განმტკიცდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა აღნიშნა, „ენგურჰესი“ და „ჟინვალჰესი“ სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს, შედარებით მცირე ობიექტები კი – საქართველოს მოქალაქეებზე უნდა გაიყიდოს.