„მემარცხენე ალიანსის“ განცხადება
ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ანგარიშზე პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს. პარტიის შეფასებით, საქართველო ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ყველა მიმართულებაში მოწინავე პოზიციებზე იმყოფება. თუმცა, მათი თქმით, ევროკავშირი პოლიტიკური ცინიზმით არის სავსე, რაც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესის დასრულების საფუძველს ქმნის. პარტიაში ამბობენ, რომ ევროკავშირი თავისივე წესდებას და პრინციპებს უარყოფს და საქართველომ სხვა პარტნიორები უნდა მოიძიოს.