„მემარცხენე ალიანსის“ გამოხმაურება
„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშს პარტია „მემარცხენე ალიანსი“ ეხმაურება და დოკუმენტს მწვავედ აკრიტიკებს. მათი განცხადებით, „მოსკოვის მექანიზმი“ ეუთო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო პოლიტიკური ზეწოლისთვის, რადგან ქვეყანას არა უცხოური ინტერესების გატარება, არამედ სამშვიდობო პოლიტიკა და სუვერენიტეტის დაცვა აქვს არჩეული.