„რუსეთი იმაზე მეტ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას, ვიდრე მხოლოდ თავდაცვას“ – ამის შესახებ კი იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ ჩრდილოეთ ლაპლანდიის რეგიონში, ფინეთის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა. მელონიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისგან ან სხვა ქვეყნებისგან წამოსული საფრთხე უკრაინაში კონფლიქტის დასრულებით არ შეჩერდება და ევროკავშირი ამისთვის მზად უნდა იყოს. მელონიმ მოუწოდა ევროკავშირს მეტი გააკეთოს თავისი საზღვრების დასაცავად და არ დაუშვას რუსეთმა ან რომელიმე კრიმინალურმა ორგანიზაციამ მართოს არალეგალური მიგრანტების ნაკადები.