მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია

ჭავჭავაძის შემდეგ მელიქიშვილის გამზირი – თბილისში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების კიდევ ერთი ეტაპი იწყება, რაც საცობების სახით დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.

მელიქიშვილზე გზის ახალი საფარის დაგების გარდა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლაც იგეგმება, რის გამოც 15 ივნისიდან საავტომობილო მოძრაობა გამზირზე მთლიანად შეიზღუდება. გეგმის მიხედვით, სამუშაოები ექვს თვეს უნდა გაგრძელდეს.