მელიას სასამართლო
სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე ნიკა მელია სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საუბარია ლისის ტბის მიმდებარედ ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე.
სხდომაზე ორი პოლიციელი დაიკითხა რომლებმაც განაცხადეს, რომ მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტს უარყოფს თავად კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი. მელიას თქმით, მისი დაკავების ღონისძიებაში 50-მდე პოლიციელი მონაწილეობდა, რასაც უარყოფენ მოწმე სამართალდამცავები.