მელიას სასამართლო
მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო. სასჯელის ათვლა 2025 წლის 20 ივნისიდან იწყება. ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებულ საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.