მელიას საქმე - განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დარწმუნებული არიან, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას მისამართით სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გატარების გადაწყვეტილებას მიიღებს, მას აუცილებლად დაიცავენ, რადგან ეს ღირსების და თავისუფლების საკითხია. ზაალ უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ სასამართლო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. უფრო რადიკალურია გია ბარამიძე, რომელიც ამბობს, რომ მელიას დაკავებას არ დაუშვებენ და ხელისუფლებას სპეცრაზმის გამოყენება მოუწევს.