მელიას მოწოდება ოპოზიციას - გამოხმაურებები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, 26 მაისს დააფიქსირონ პოზიცია თვითმართველობის არჩევნებიში იღებენ თუ არა მონაწილოებას.

მელიას თქმით, პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იღებს მონაწილეობას არჩევნებში და ვინ არა. კოალიციის ლიდერის განცხადებას პასუხობს ოპოზიციის ნაწილი. „ლელო“ წევრები აცხადებენ, რომ აღნიშშნულ თემაზე, როდესაც ჩათვლიან საჭიროდ მაშინ ისაუბრებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანში სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებია. „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან.

მელიას განცხადებას ასევე ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიცია საბოლოოდ მაინც მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.