მელია გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს

ხვალ ამოიწურება ვადა, რომელიც ნიკა მელიას პროკურატურამ მისცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს. ამ გეგმას სრული მხარდაჭერა აქვს მისი პოლიტიკური პარტნიორებისგანაც, რომლებიც საგამოძიებო უწყების მოთხოვნას პოლიტიკური დევნის ჭრილში განიხილავენ. პოლიტიკური გეგმის ნაწილად ფასდება ასევე მმართველი გუნდის მხრიდან კანონისადმი დაუმორჩილებლობა. თუ 20 ივნისის საქმეზე დაკისრებული გირაოს პირობების დარღვევისთვის, ანუ ელექტრონული სამაჯურის თვითნებური მოხსნისთვის გაზრდილი თანხა დათქმულ ვადაში არ დაიფარება, პროკურატურა ოპოზიციონერი ლიდერის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის საკითხს დააყენებს. თუმცა, ამისთვის მელიას, როგორც დეპუტატს, ჯერ სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

გიორგი კობერიძე არკვევდა, შექმნილ ვითარებაში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა ეჭვები გაუჩინა ხელისუფლებას მელიას ბოლო განცხადებებმა.