„მეხსიერების კვალი: ქვიდან ტექსტილამდე“ – ნინო ჩოკოშვილის გამოფენა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში
როგორ შეიძლება საუკუნეების წინ ქვაზე გამოსახული ისტორიული მოტივები თანამედროვე ტექსტილის ნამუშევრებად გარდაიქმნას? – ნინო ჩოკოშვილის გამოფენა „მეხსიერების კვალი: ქვიდან ტექსტილამდე“ სწორედ ამ პროცესს წარმოგვიდგენს.
მხატვარი ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ეპოქის ვიზუალურ ნიშნებს ტექსტილში აცოცხლებს და მათ ახალ ფორმას სძენს. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელით ქარგვისა და აპლიკაციის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა.
გამოფენა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 15 ოქტომბერს გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ლიზა გელანტიას სიუჟეტი.