მეხანძრეები ფიროსმანის ქუჩაზე, ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ

ამ წუთებში მეხანძრეები თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ. ცოტა ხნის წინ ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა.

საგანგებოდ სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე აფეთქების საშიშროება მოხსნილია. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ უცნობია. ჩვენი გადამღები ჯგუფი მომხდარის დეტალების დადგენას ამ წუთებში ცდილობს. ფიროსმანის ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს უკვე გამოშვების მსვლელობისას მოგაწვდით.