მეხანძრე-მაშველის დღე

18:37, 12.06.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნა.

მეხანძრე-მაშველის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების პირადი შემადგენლობა ტექნიკითა და აღჭურვილობით წარსდგა. სტუმრებისთვის, სამსახურის ბაზის ტერიტორიაზე, სამაშველო ღონისძიებების სიმულაციური ჩვენება გაიმართა. ღონისძიება კინოლოგთა სამსახურის მიერ სამაშველო ოპერაციის დემონსტრირებით დასრულდა.

მსგავსი