მეხანძრე-მაშველებმა სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს 

18:31, 13.06.2025

13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მეხანძრე-მაშველებმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მემორიალთან, რომელიც ყვავილებით შეამკეს და 10 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი მაშველი, ზურაბ მუზაშვილი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ის 13 ივნისის მოვლენების დროს, ერთ-ერთი პირველი იყო ვინც სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში, წყალდიდობის დროს სამაშველო ოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული. ზურაბ მუზაშვილმა ექვსი ადამიანის სიცოცხლის გადაარჩინა, თუმცა თავად წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

მსგავსი