შინაგან საქმეთა მინისტრმა, მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა. საზეიმო ღონისძიებაზე სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვა და სიტყვით მიმართა. მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის პირადი შემადგენლობა, მინისტრის წინაშე სახანძრო-სამაშველო ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით წარსდგა. ღონისძიების ფარგლებში სახანძრო-სამაშველო სიმულაციური მოქმედებები ჩატარდა, რომელიც ურბანულ ხანძრებზე რეაგირებას, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მოქმედებებს, დაშავებულის ევაკუაციასა და სხვადასხვა სახის სამაშველო ოპერაციებს მოიცავდა.