მეხანძრე: კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ყველა ავარიული გასასვლელი დაკეტილი იყო

კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის “ზამთრის კოშკის” ადმინისტრაცია და დაცვის სამსახური მეხანძრეების მისვლის დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ერთ-ერთმა მეხანძრემ ილაპარაკა. “ყველა ავარიულო გასასვლელი ჩაკეტილი იყო”- ამბობს ანდრეი ბურსინი. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობა და დაცვა ვალდებულები იყვნენ მაშველებს დახვედროდნენ, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ; კიევის სააპელაციო სასამართლომ უკრაინელი უფრაქციო დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. სავჩენკომ თავისი დაკავების გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ წინა განაჩენილი ძალაში დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავჩენკო 20 მაისამდე პატიმრობაში იქნება. განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.